SPAR 2026-2027 სასწავლო წელს 30 მოსწავლის კვებას ყოველდღე უზრუნველყოფს

SPAR Georrgia ფრენჩაიზინგის მოდელს წარმატებით ავითარებს

SPAR 2026-2027 სასწავლო წელს 30 მოსწავლის კვებას ყოველდღე უზრუნველყოფს

“დეილის” ახალი ფილიალი თბილისში

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. 

ჰოლდინგის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს Bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

1,700+
ობიექტები
700K+
ყოველდღიური
მომხმარებელი
+30%
ბაზრის ზრდა
2
საწარმოო
ქარხანა
2
ლოგისტიკური
ცენტრი

ჩვენ ვქმნით რითეილის მომავალს

,,დეილი ჯგუფისთვის” რითეილის მომავლის შექმნა ნიშნავს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და ისეთი ეკოსისტემის მშენებლობას, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს. ჩვენი უნიკალური სტრატეგიული მოდელი, რომელიც წარმოებისა და საცალო ვაჭრობის სინერგიას ეფუძნება, გვაძლევს ხარისხის სრული კონტროლის საშუალებას. როგორც ბაზრის ლიდერები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, შევიტანოთ წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში და შევქმნათ სანდო გარემო ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის.

რითეილ სექტორის ლიდერი

თანამედროვე ლოგისტიკა

უმსხვილესი დამსაქმებელი

ჩვენი ხელმძღვანელობა

ბორდის წევრები

არჩილ გეგენავა

სამეთვალყურეო საბჭოს

თავმჯდომარე

დათო კუხალაშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს

წევრი

ზურა ზაქარიაძე

სამეთვალყურეო საბჭოს

წევრი

მენეჯმენტი

„დეილი ჯგუფს“  მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ჰოლდინგის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდაა. ჩვენი მენეჯმენტის სტილი აერთიანებს ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ისეთი გლობალური კომპანიების ნდომა და წარმატებული პარტნიორობა ადასტურებს, როგორებიცაა SPAR, Heineken და Tempo.

გუნდის სტრატეგია მიმართულია ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდის, ბრენდის პორფოლიოს გაძლიერებისა და ჯგუფის, როგორც ბაზრის უპირობო ლიდერის, პოზიციების გამყარებისკენ.

ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ლიდერებს

ჩვენს სტრატეგიულ პორტფოლიოს ერთი მთავარი მიზანი აერთიანებს – თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ბიზნესეკოსისტემის განვითარება და ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობა.

ჰოლდინგის გუნდი და შვილობილი ბრენდები ამ პროცესის მთავარი ძალაა. მათი მრავალფეროვნება, ერთიან სტრატეგიასთან ერთად, უზრუნველყოფს მართვის მაღალ სტანდარტს, ოპერაციულ სინერგიასა და სტაბილურ განვითარებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.

Daily
„დეილი“ სუპერმარკეტების ქსელია, სადაც მომხმარებლები ხარისხისა და ფასის იდეალური ბალანსით სარგებლობენ. ბრენდის მთავარი მასახასიათებელი კერძო ეტიკეტისა და იმპორტირებული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია, რომელიც ყოველდღიური საყიდლების საჭიროებებზეა მორგებული.
Spar
SPAR-ის ახალი კონცეფცია მომხმარებელს საყიდლების სასიამოვნო და შეუფერხებელ გამოცდილებას სთავაზობს. ამას უზრუნველყოფს მზა, ახალი საკვები, ექსკლუზიური იმპორტირებული და კერძო ეტიკეტის ბრენდები, ასევე, უმაღლესი ხარისხის ახლადდაფქული ყავა, რომელიც სრულად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
Kalata
„კალათა“ მაღაზიათა ქსელია, რომელიც დაბალანსებული ცხოვრების წესისთვის ყოველდღიურად შერჩეულ პროდუქტებს გთავაზობთ. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სავაჭრო კერძო ეტიკეტს, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის პროდუქცია ყოველდღიური ბიუჯეტის დაზოგვის გარეშე.
Daily
„მაგნიტი“ - „დეილი ჯგუფის“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სახლთან ახლოს ყველაზე საჭირო პროდუქტებით უზრუნველყოფს.
ioli
„იოლი“ „დეილი ჯგუფის“ ქსელის ქვეშ აერთიანებს დამკვიდრებულ, მცირე ზომის სუპერმარკეტებს. ეს მოდელი ეხმარება მცირე ბიზნესს, გახდეს კონკურენტული დიდ ქსელებს და განვითარდეს, ხოლო მომხმარებელს სთავაზობს უკვე ორგანიზებულ და კომფორტულ სავაჭრო სივრცეს.
gvirila
„გვირილა“ - „დეილი ჯგუფის“ მარკეტების ქსელი, რომლის მთავარი უპირატესობა ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებია. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს მის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული, სანდო პროდუქცია.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები

„დეილი ჰოლდინგის“ წარმატებისა და სტაბილური განვითარების საფუძველი ძლიერი პარტნიორული ურთიერთობებია. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბაზრის წამყვან მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან, რათა მომხმარებელს ყოველდღიურად მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება შევთავაზოთ.

პარტნიორების პროფესიონალიზმი და საერთო ღირებულებები გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად განვავითაროთ ბიზნესი და შევქმნათ მდგრადი მომავალი.