Daily Group-ში ჩვენ ვქმნით გამორჩეულ სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, პატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გუნდის თითოეული წევრის პროფესიული ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა.

როგორც მულტიბრენდული რითეილ ჰოლდინგი, ჩვენი სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. Daily Group-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორებიცაა

Daily, Spar, Kalata, Magniti და სხვა. ეს ჩვენს თანამშრომლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება რითეილის სხვადასხვა სეგმენტში, იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე და გაიზარდონ პროფესიულად ჰოლდინგის მასშტაბით.

 

ჩვენ ვთავაზობთ თანაბარ შესაძლებლობებს და ვუზრუნველყოფთ ჯანსაღ, მხარდამჭერ სამუშაო ატმოსფეროს, რაც Daily Group-ს აქცევს ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლად ქართულ რითეილ სექტორში. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი საქართველოს წამყვანი რითეილ ჰოლდინგის ნაწილი.

აქტიური ვაკანსიები Daily GROUP-ში

ჩვენ ვართ “კალათა” — უნიკალური გუნდი, რომელიც უნიკალურ ადამიანებს ეძებს.

1 აქტიური ვაკანსია

Daily-ში კარიერული შესაძლებლობები გელოდებათ. გაეცანით ამჟამინდელ ვაკანსიებს.

1 აქტიური ვაკანსია

შემოგვიერთდით SPAR GEORGIA-ს გუნდში და ჩვენთან ერთად წარუდგინეთ ბაზარზე პროდუქტები.

2 აქტიური ვაკანსია

დეილი ჯგუფის ბენეფიტები

შემოუერთდით საქართველოს უმსხვილეს რითეილ ჰოლდინგს. Daily Group-ში მუშაობა ნიშნავს, იყო ბაზრის ლიდერი კომპანიის ნაწილი, რომელიც გთავაზობთ სტაბილურ და საიმედო სამუშაო გარემოს.

 
განვითარება

ჩვენი ჰოლდინგი აერთიანებს უამრავ წამყვან ბრენდს, ორ ლოგისტიკურ ცენტრს და კვების საწარმოებს. ეს გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, განვითარდეთ რითეილის სხვადასხვა სეგმენტში, მიიღოთ მრავალმხრივი გამოცდილება და აიწყოთ კარიერა ჰოლდინგის მასშტაბით

სტაბილურობა

Daily Group-ი არის კომპანია, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი და გასცდა ქვეყნის საზღვრებს, მართავს რა 40 სუპერმარკეტს უზბეკეთში. ჩვენთან მუშაობით თქვენ ხდებით საერთაშორისო მასშტაბის მქონე გუნდის წევრი, სადაც იქმნება ახალი, გლობალური პროექტები და შესაძლებლობები

გლობალურობა

ხშირად დასმული კითხვები

ამ სექციაში შეგიძლიათ გაეცნოთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე ჩვენი კომპანიის, საქმიანობისა და პროცედურების შესახებ. ინფორმაცია რეგულარულად ახლდება, რათა მოგაწოდოთ ყველაზე აქტუალური მონაცემები.

FAQ

როგორ ვიპოვო ვაკანსია?

ეწვიე ჩვენს ვებსაიტზე, გახსენი “კარიერა” განყოფილება და გაეცანი ხელმისაწვდომ პოზიციებს.

ვაკანსიის გვერდზე დააჭირე ღილაკს “გაგზავნა” და მიუთითე შენი მონაცემები რეზიუმესთან ერთად.

  1. განაცხადის გამოგზავნა: პროცესი იწყება თქვენ მიერ სასურველ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით.

  2. პირველადი შერჩევა: ჩვენი HR დეპარტამენტი განიხილავს შემოსულ რეზიუმეებს და უკავშირდება იმ კანდიდატებს, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება ყველაზე მეტად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

  3. გასაუბრება HR სპეციალისტთან: პირველი ეტაპი არის გასაუბრება ჩვენს HR სპეციალისტთან, სადაც უკეთ გაგეცნობით და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კომპანიისა და პოზიციის შესახებ.

  4. გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან: წარმატებული კანდიდატები გადიან გასაუბრებას უშუალო ხელმძღვანელთან ან/და პროფესიულ გუნდთან, სადაც ფასდება თქვენი პროფესიული ცოდნა და უნარები.

  5. საბოლოო გადაწყვეტილება და შეთავაზება: საბოლოო ეტაპზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და საუკეთესო კანდიდატს ვთავაზობთ სამსახურს Daily Group-ში.

ჩვენ ვცდილობთ, შერჩევის პროცესი იყოს მაქსიმალურად სწრაფი და ყველა კანდიდატს მივაწოდოთ უკუკავშირი.

Daily Group-ი, როგორც საქართველოს უმსხვილესი რითეილ ჰოლდინგი, აერთიანებს რამდენიმე წამყვან და ცნობილ ბრენდს. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს:

  • სუპერმარკეტების ქსელებს: დეილი, სპარი, კალათა, მაგნიტი, იოლი, გვირილა

  • სასმელების წარმოებას: ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი

ამასთანავე, ჰოლდინგის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო, რაც ჩვენს მრავალფეროვან სტრუქტურას კიდევ უფრო აძლიერებს .  

გარდა ამისა, Daily Group-ი აქტიურად ვითარდება საერთაშორისო ბაზარზეც. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქართული რითეილ კომპანია, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი და გასცდა ქვეყნის საზღვრებს: უზბეკეთში, ფრანგულ „შივერ გრუპთან“ პარტნიორობით, Daily Group-ი მართავს bi1 ბრენდის 40 სუპერმარკეტს.

რატომ დეილი ჯგუფი?

  • ლიდერობა და სტაბილურობა: გახდი ბაზრის ლიდერი კომპანიის ნაწილი, რომელიც გთავაზობს სტაბილურ გარემოსა და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას.

  • ზრდა და მრავალფეროვნება: მიიღე მრავალმხრივი გამოცდილება და განვითარდი პროფესიულად ჰოლდინგის წამყვან ბრენდებში (Daily, SparKalata და სხვა).

  • ინოვაცია და გავლენა: შექმენი რითეილის მომავალი ჩვენთან ერთად, იყავი ინოვაციების ცენტრში და მოახდინე რეალური გავლენა ინდუსტრიაზე.

  • გუნდი და კულტურა: შემოუერთდი გუნდს, სადაც ფასობს შენი იდეები, ზრუნავენ შენს კეთილდღეობაზე და აფასებენ ღიაობასა და თანამშრომლობას.

იპოვე შენი ადგილი ჩვენს გუნდში!

დასაქმებულის შეფასებები

როგორც მაღაზიის მენეჯერი, ვაფასებ იმ სტაბილურობას, რასაც Daily Group-ი გვთავაზობს. იყო ქვეყნის უმსხვილესი რითეილ ჰოლდინგის ნაწილი, საუკეთესო მოტივაციაა როგორც ჩემთვის, ასევე მთელი ჩემი გუნდისთვის.

სოფია, მაღაზიის მენეჯერი​

Daily Group-ში მუშაობისას ყველაზე მეტად გუნდურობა და მეგობრული გარემო ფასობს. აქ თითოეული თანამშრომელი მზადაა, დაგეხმაროს და მხარში დაგიდგეს, რაც ყოველდღიურ მუშაობას ბევრად სასიამოვნოს ხდის.

თამარი, ადმინისტრატორი

Daily Group-ში მოლარე-კონსულტანტად დავიწყე მუშაობა და მივხვდი, რომ ეს უბრალოდ სამსახური კი არა, კარიერის დაწყების რეალური შანსია. აქ გაფასებენ და გაძლევენ შესაძლებლობას, ისწავლო და დაწინაურდე.

ლევანი, მოლარე-კონსულტანტი

Daily Group-ი მუდმივად ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ ადამიანებს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ ახალი კადრები და დავეხმაროთ მათ კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაში. თუ გჯერა, რომ შენი გამოცდილება და უნარები ღირებულს შემატებს ჩვენს დიდ გუნდს, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე.

Daily Group-ი საქართველოს უმსხვილესი რითეილ ჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Daily, Spar, Kalata და სხვა. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებს მრავალფეროვან ბრენდებში და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას.

შემოუერთდი გუნდს, სადაც ფასობს შენი იდეები, სადაც ერთად ვქმნით რითეილის მომავალს და სადაც ზრუნავენ შენს განვითარებაზე. იპოვე შენი ადგილი ჩვენთან!