ჩვენი ჰოლდინგის ქვეშ არსებული საერთაშორისო ბრენდი „სპარ საქართველო“ ადგილობრივ მეწარმეებს ბიზნესის ზრდისა და გაძლიერების უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
სპარის ფრენჩაიზინგის მოდელი რეგიონულ და ადგილობრივ მარკეტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საერთაშორისო ბრენდის სიძლიერით, გამართული ლოგისტიკით, ცენტრალიზებული შესყიდვებითა და მზა მარკეტინგული ხელსაწყოებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა და მათთვის გლობალური სტანდარტების გაზიარება ქვეყნის FMCG სექტორისა და რეგიონების განვითარების საწინდარია.