სტრატეგიული გაფართოება: სუპერმარკეტების ქსელმა „დეილიმ“ ფანჯიკიძის ქუჩაზე ახალი ფილიალი გახსნა

სუპერმარკეტების ქსელი „დეილი“ ზრდას განაგრძობს — კომპანიამ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N10-ში, ახალი ფილიალი გახსნა. ეს ნაბიჯი ქსელის სტრატეგიული განვითარების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და კომფორტული სავაჭრო გარემოს შეთავაზებას დედაქალაქის მასშტაბით.

„დეილი“ კომპანია“ ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია, რომელიც ბაზარზე თანამედროვე სუპერმარკეტის სტანდარტებს ამკვიდრებს. მისი კონცეფცია მომხმარებლისთვის სრული და მრავალფეროვანი სავაჭრო გამოცდილების შეთავაზებას გულისხმობს. სუპერმარკეტში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი: ახალი ხილისა და ბოსტნეულის სექციები, ახალი ხორცი, რძის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული და როგორც ადგილობრივი, ისე ექსკლუზიური იმპორტირებული ბრენდები.

ფანჯიკიძის ქუჩაზე ახალი სუპერმარკეტის გახსნა პირდაპირ პასუხობს მზარდ მოთხოვნას ხარისხიან და კეთილმოწყობილ სავაჭრო სივრცეებზე საცხოვრებელ უბნებში. კომპანიის სტრატეგია მომხმარებლისთვის მთავარი სავაჭრო წერტილის შექმნას ემსახურება, სადაც ის ყოველდღიური და ყოველკვირეული საჭიროებებისთვის ყველა პროდუქტის შეძენას ერთ სივრცეში შეძლებს.