Daily Group-ისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის, ახალი და, რაც მთავარია, ქართული პროდუქციის შეთავაზება. სწორედ ამ მისიის შესასრულებლად, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით კომპანია „ბიოთაიმთან“.

„ბიოთაიმი“ არის კომპანია, რომელიც ევროპული სტანდარტების დანერგვით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული აგრარული პროდუქციის განვითარებაში. 50-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერთან წარმატებული თანამშრომლობით, „ბიოთაიმი“ არა მხოლოდ ხელს უწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის გაძლიერებას, არამედ ქმნის ხარისხის გარანტიას.

ჩვენი პარტნიორობა „ბიოთაიმთან“ საშუალებას გვაძლევს, Daily Group-ის ჰოლდინგში შემავალ 1000-ზე მეტ მაღაზიას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სტაბილურად და შეუფერხებლად მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის, ადგილობრივი წარმოების ხილ-ბოსტანი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა როგორც მომხმარებლის, ასევე ადგილობრივი ფერმერების წინაშე.

ჩვენ ვამაყობთ ამ ერთობლივი მიღწევებით და გვჯერა, რომ მომავალში, „ბიოთაიმთან“ ერთად, კიდევ უფრო დიდ წვლილს შევიტანთ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და ინოვაციური, ევროპული სტანდარტების დანერგვაში, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ქართველ ფერმერებს, ისე თითოეულ ჩვენს მომხმარებელს.