ჩვენი ჰოლდინგის ქვეშ არსებული ბრენდი „დეილი“ თბილისში პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს. დედაქალაქში მარკეტების ქსელის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფილიალი გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
ახალი ობიექტის კონცეფცია სრულად პასუხობს ბრენდის მთავარ ფასეულობებს - ხელმისაწვდომობას, კომფორტს და ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ სერვისს. სივრცე ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელმა მარტივად და სწრაფად შეძლოს სასურველი საკვები პროდუქტებისა თუ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა.
„ჩვენი მიზანია, თბილისის თითოეულ უბანში შევქმნათ სივრცე, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ყველაზე კომფორტულ გარემოში, საუკეთესო ფასად მიიღებენ მათთვის სასურველ პროდუქციას. დედაქალაქში ქსელის გაფართოება ჩვენი სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია“, აცხადებენ „დეილი ჯგუფში“.
როგორც FMCG სექტორის ლიდერი, „დეილი ჯგუფი“ ქვეყნის მასშტაბით 1 700-მდე მაღაზიას მართავს, ყოველდღიურად 650,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და ბაზრის 31%-ს ფლობს. დედაქალაქში ახალი ფილიალების დამატება კომპანიას საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო გაზარდოს ხელმისაწვდომობა და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
ახალი ფილიალი უკვე ელოდება სტუმრებს და ტრადიციულად, სპეციალურ საფასო შეთავაზებებსა და აქციებს სთავაზობს მათ.