„ყოველდღე უკეთესია“ – ახალი სტრატეგიის ფარგლებში, SPAR 2026-2027 სასწავლო წელს 30 მოსწავლის კვებას ყოველდღე უზრუნველყოფს

SPAR

ჩვენი ამბის მთავარი გმირი SPAR-ია, რომელმაც ახალი, გრძელვადიანი სტრატეგიით გადაწყვიტა, „უკეთესობა“ მხოლოდ იდეიდან ყოველდღიურ რეალობად აქციოს. სწორედ მაშინ, როცა ბიზნესი საკუთარ როლს მომხმარებლის რუტინის გამარტივებასა და იმ სოციალური გამოწვევების მოგვარებაში ხედავს, რომლებიც ჩვენ გვერდით არსებობს, იბადება პროექტები, რომლებსაც ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.

ბრენდმა, შიდა სერვისების განახლებასთან ერთად, პირველივე ნაბიჯით ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვან წერტილზე გააკეთა აქცენტი – ბავშვებზე, რომელთა განათლება და მომავალი უსაფრთხო, სტაბილურ გარემოზეა დამოკიდებული.

როგორ გადაწყვიტა მაღაზიათა ქსელმა, რომ ყოველდღიური სავაჭრო სივრციდან ზრუნვისა და თანადგომის პლატფორმად იქცეს? დეტალებზე ,,დეილი ჯგუფის” მარკეტინგის დირექტორი თათული გულბიანი გვესაუბრა.

M: რა არის SPAR-ის ახალი კამპანიის – „ყოველდღე უკეთესია“ მთავარი იდეა და საიდან გაჩნდა მისი შექმნის საჭიროება?

„ყოველდღე უკეთესია“ SPAR-ის ახალი, გრძელვადიანი კამპანიაა, რომლის მთავარი ფილოსოფია ყოველდღიურ, რეალურ და შესამჩნევი გაუმჯობესების იდეას ეფუძნება. კამპანია ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ერთი მხრივ, მომხმარებლის ყოველდღიური გამოცდილების გაუმჯობესებას SPAR-ში სტუმრობისას, ხოლო მეორე მხრივ – სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ინიციატივებს.

კამპანიის კონცეფცია, რეალურად, სამი მთავარი მიმართულებიდან დაიბადა:

პირველი უკავშირდება იმას, თუ როგორ შეგვიძლია ყოველდღიური გამოცდილება SPAR-ში უფრო კომფორტული და სასიამოვნო გავხადოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს მაღაზიაში ყველაფერი მარტივად დახვდეს – დაწყებული უკეთ ორგანიზებული სივრციდან, სწრაფი და მეგობრული მომსახურებით, გასაგები ფასებითა და იმ პროდუქტებით, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ. ხშირად სწორედ ასეთი პატარა დეტალები ქმნის იმ განცდას, რომ შენზე ზრუნავენ.

მეორე მიმართულება თავად მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების რიტმია. დღეს ყველას ძალიან სწრაფი ტემპი აქვს და ვფიქრობთ, რომ SPAR-ის როლი ამ რეალობაში მცირე, მაგრამ პრაქტიკული კომფორტის შექმნაა – როცა შეგიძლია გზად მარტივად აიღო კარგი ყავა, სწრაფი და გემრიელი ლანჩი, ახალი პროდუქტები თუ სხვა საჭირო ნივთები. გვინდა, ადამიანებისთვის ვიყოთ სივრცე, რომელიც მათ რუტინას ოდნავ უფრო შეამსუბუქებს.

მესამე მიმართულება კი უფრო ფართო, ადამიანურ ღირებულებებს ატარებს. „ყოველდღე უკეთესია“ ჩვენთვის ნიშნავს იმ პატარა სიკეთეებსაც, რომლებიც ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაში იქმნება – იქნება ეს ზრუნვა, პასუხისმგებლობა, ჯანსაღი ჩვევები, გარემოზე ფიქრი თუ განათლების მხარდაჭერა. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ყოველდღიური, პატარა ნაბიჯები იწვევს დიდ ცვლილებებს.

M: კონკრეტულად რა შიდა ცვლილებებსა და გაუმჯობესებებს სთავაზობთ მომხმარებლებს მათი ყოველდღიური რუტინის გასამარტივებლად?

შიდა სერვისების კუთხით, ჩვენი ფოკუსი მაქსიმალურ ხელმისაწვდომობასა და სისწრაფეზეა. ეს გულისხმობს პროდუქციის ასორტიმენტის მუდმივ განახლებას, საფასო პოლიტიკის კიდევ უფრო გამჭვირვალობას და მაღაზიის შიდა ნავიგაციის გაუმჯობესებას, რათა საჭირო პროდუქტების პოვნა კიდევ უფრო სწრაფად იყოს შესაძლებელი. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მომსახურების ხარისხი ყოველდღიურად იხვეწებოდეს და SPAR-ში გატარებული ყოველი წუთი მომხმარებლისთვის სასიამოვნო ემოციასთან ასოცირდებოდეს.

M: შიდა სერვისების განვითარების პარალელურად, რას გულისხმობს თქვენ მიერ წარდგენილი ახალი სოციალური ინიციატივა – „სწავლა ყოველდღე უკეთესია“?

ეს ინიციატივა სიმბოლურად პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. ჩვენი მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა პროექტი, რომელიც მხოლოდ სიტყვებად არ დარჩებოდა. მიგვაჩნია, რომ ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, ყოველდღიურად ჰქონდეს სრულფასოვანი საკვები. ეს უფლება რეალობად ვუქციეთ ერთი პატარა სოფლის, პატარა სკოლის მოსწავლეებს. როდესაც ზუსტად ვიცით, რომ მთელი 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში 30 მოსწავლე სკოლაში გარანტირებულად დაპურებული იქნება, თამამად შეგვიძლია ვუთხრათ მათ, რომ „სწავლა ყოველდღე უკეთესია“.

M: რატომ შეარჩიეთ პროექტისთვის კონკრეტულად სოფელ წიფლნარის საჯარო სკოლა და რა რეალურ ცვლილებას შეიტანს ის ბავშვების ყოველდღიურობაში?

როდესაც პროექტის განხორციელებაზე მუშაობა დავიწყეთ, რამდენიმე სკოლას დავუკავშირდით. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ სკოლის მხარეს ყოფილიყო პარტნიორი, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებდა ამ დიდ პასუხისმგებლობას მთელი წლის განმავლობაში. სოფელ წიფნარის სკოლის დირექტორი ნამდვილად ის ადამიანი აღმოჩნდა, რომლის მონდომებამ და ბავშვების მიმართ თბილმა დამოკიდებულებამ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურა. ჩვენი ემოციური კავშირი ამ სკოლასთან კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც გავიგეთ, რომ მოსწავლეთა 66% სოციალურად დაუცველია. ვფიქრობ, შემთხვევით არაფერი ხდება…

M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს ინიციატივა გრძელვადიან პროექტად გექციათ და მოსწავლეების კვება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველგეყოთ?

ეს არის კამპანია „ყოველდღე უკეთესიას“ პირველი, ხელშესახები ნაბიჯი და SPAR-ის რეალური დამოკიდებულება იმ ბავშვების მიმართ, ვისთვისაც მუდმივი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო არა ერთჯერადი აქტივობა, არამედ რეალური, გრძელვადიანი ქმედება, რადგან მხოლოდ სტაბილურ ზრუნვას შეუძლია ბავშვებისთვის უსაფრთხო და უკეთესი გარემოს შექმნა.

M: რა არის ის მთავარი გზავნილი, რომლის მიტანაც საზოგადოებამდე ამ კამპანიითა და კონკრეტული ქმედებებით გსურთ?

ჩვენთვის უმთავრესია, რომ „უკეთესობა“ არ დარჩეს მხოლოდ ერთჯერად მარკეტინგულ ლოზუნგად. გვინდა, ეს პოზიტიური ცვლილება ყოველდღიურობაში იგრძნობოდეს – როგორც თითოეული ადამიანისთვის, რომელიც SPAR-ში შემოდის, ისე იმ სოციალური პროექტების სახით, რომლებიც რეალურად ეხმარება საზოგადოებას. გვჯერა, რომ დიდი ცვლილებები სწორედ ასეთი პატარა, მუდმივი და გულწრფელი ზრუნვით იწყება.