"დეილის" ახალი ფილიალი თბილისში

"დეილის" ახალი ფილიალი თბილისში

გაიგე მეტი →
SPAR Georgia ფრენჩაიზინგის მოდელს წარმატებით ავითარებს

SPAR Georgia ფრენჩაიზინგის მოდელს წარმატებით ავითარებს

გაიგე მეტი →

დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.

ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

1,700+
ობიექტები
700K+
ყოველდღიური
მომხმარებელი
+30%
ბაზრის
წილი
2
საწარმოო
ქარხანა
2
ლოგისტიკური
ცენტრი

ჩვენ ვქმნით რითეილის მომავალს

„დეილი ჯგუფისთვის“ რითეილის მომავლის შექმნა ნიშნავს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და ისეთი ეკოსისტემის მშენებლობას, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს. ჩვენი უნიკალური სტრატეგიული მოდელი, რომელიც წარმოებისა და საცალო ვაჭრობის სინერგიას ეფუძნება, გვაძლევს ხარისხის სრული კონტროლის საშუალებას. როგორც ბაზრის ლიდერები, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, შევიტანოთ წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში და შევქმნათ სანდო გარემო ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის.

რითეილ სექტორის ლიდერი

თანამედროვე ლოგისტიკა

უმსხვილესი დამსაქმებელი

ჩვენი ხელმძღვანელობა

ბორდის წევრები

არჩილ გეგენავა

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

დავით კუხალაშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ზურა ზაქარიაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

მენეჯმენტი

„დეილი ჯგუფს“ მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ჰოლდინგის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდაა. ჩვენი მენეჯმენტის სტილი აერთიანებს ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ისეთი გლობალური კომპანიების ნდობა და წარმატებული პარტნიორობა ადასტურებს, როგორებიცაა SPAR, Heineken და Tempo.

გუნდის სტრატეგია მიმართულია ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდის, ბრენდების პორტფოლიოს გაძლიერებისა და ჯგუფის, როგორც ბაზრის უპირობო ლიდერის, პოზიციების გამყარებისკენ.

ნინო ნანაძე

CEO

უჩა დოფიძე

CFO

მიხეილ ზამბახიძე

CCO

სალომე გოძელანძე

CHRO

ელენე ქობულაშვილი

Group CFO & Shared services Director

ვანო მესტიაშვილი

CTO

ნათია დოლიძე

Chief Legal Officer

ნათია კოპალიანი

CHRO

ზაზა კვერნაძე

CSO

ეკატერინე მებადური

Logistic Projects & Inventory Management

ვახტანგ გოგუაძე

CDO

გოჩა შამუგია

CLO

თამთა გულბიანი

CMO

ვასილ მამულია

CPO

თამარ მელაშვილი

Internal Control Director

პაატა კარუხნიშვილი

Technical Director

ლადო ჭანია

CEO

თინათინ ჯალიაშვილი

CFO

გურამ გელხაური

CCO

ლელა უმფრიანი

COO

ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ლიდერებს

„დეილი ჯგუფი“ არის ჰოლდინგი, რომელიც მართავს წარმატებული ბრენდების სტრატეგიულ პორტფოლიოს ერთი მთავარი მისიით: დანერგოს რითეილის ევროპული სტანდარტები საქართველოში და შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში.
ჩვენი ბრენდები — Daily, Spar, Magniti, kalata და სხვები — არიან ამ მისიის მთავარი შემსრულებლები. მათი მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ ბაზრის ყველა მოთხოვნას, ხოლო ჰოლდინგი ერთიანი სტრატეგიით უზრუნველყოფს სტაბილურ ზრდას, ინოვაციების დანერგვასა და ფინანსურ სიძლიერეს.
ეს სტრუქტურა არის ჩვენი, როგორც სექტორის ლიდერის, პოზიციისა და გრძელვადიანი წარმატების საფუძველი.

„დეილი“ სუპერმარკეტების ქსელია, სადაც მომხმარებლები ხარისხისა და ფასის იდეალური ბალანსით სარგებლობენ. ბრენდის მთავარი მახასიათებელი კერძო ეტიკეტისა და იმპორტირებული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია, რომელიც ყოველდღიური საყიდლების საჭიროებებზეა მორგებული.

სპარი

SPAR-ის ახალი კონცეფცია მომხმარებელს საყიდლების სასიამოვნო და შეუფერხებელ გამოცდილებას სთავაზობს. ამას უზრუნველყოფს მზა, ახალი საკვები, ექსკლუზიური იმპორტირებული და კერძო ეტიკეტის ბრენდები, ასევე, უმაღლესი ხარისხის ახალდაფქული ყავა, რომელიც სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

კალათა

„კალათა“ დისქაუნთერი მაღაზიათა ქსელია, რომელიც დაბალანსებული ცხოვრების წესისთვის საგულდაგულოდ შერჩეულ პროდუქტებს გთავაზობთ. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარ კერძო ეტიკეტს, რათა მომხმარებელს შესთავაზოს ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის პროდუქცია ყოველგვარი ზედმეტი დანამატის გარეშე.

მაგნიტი

„მაგნიტი“ — „დეილი ჯგუფის“ ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელიც საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს სახლთან ახლოს ყველაზე საჭირო პროდუქტებით უზრუნველყოფს.

იოლი

„იოლი“ „დეილი ჯგუფის“ ქოლგის ქვეშ აერთიანებს დამოუკიდებელ, მცირე ზომის სუპერმარკეტებს. ეს მოდელი ეხმარება მცირე ბიზნესს, გაუწიოს კონკურენცია დიდ ქსელებს და განვითარდეს, ხოლო მომხმარებელს სთავაზობს უკეთ ორგანიზებულ და კომფორტულ სავაჭრო სივრცეს.

კალათა

„გვირილა“ — „დეილი ჯგუფის“ მარკეტების ქსელი, რომლის მთავარი უპირატესობა ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებია. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს მის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული, სანდო პროდუქცია ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოში.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები

“დეილი ჯგუფის წარმატება ეფუძნება მყარ და სანდო პარტნიორულ ურთიერთობებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო მიზნებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანება ორივე მხარის ზრდასა და განვითარებას უზრუნველყოფს.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მწარმოებლებთან, რათა ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. ამავდროულად, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა გვეხმარება, დავნერგოთ უმაღლესი სტანდარტები და მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო პროდუქცია.